საგანელიძის თანაშემწე ნიკოლ შადურის თქმით, დავითს პოლიტიკიდან წასვლის ზუსტი დრო, ჯერ-ჯერობით არ აქვს დათქმული.
“როდესღაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან აპირებს წასვლას, მაგრამ კონკრეტულად ეს როდის იქნება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ასევე მინდა გითხრათ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქმოს ის საშემოდგომო სესიის დასრულების შემდეგ მიდის პოლიტიკიდა, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. როდესაც ბატონი დავითი მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, ის გააკეთებს განცხადებას”, _ გვითხრა ნიკოლ შადურმა.