კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ოზურგეთის ლიდერებმა თამარ ლუსმანაშვილმა და ვლადიმერ ხავთასმა 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მივიდნენ, მოსწავლეებს დაურიგეს ფლაერები და გააცნეს დღევანდელი დღის მნიშვნელობა. მათთან ერთად იყვნენ გურიის ინვალიდთა ასოციაციიდან ავთო ჭახნაკია და თენგო ჭიტაძე.