“არსებობს ბევრი რისკი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს წარმოშობს. მთავარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, არის ის, რომ ამაზე საუბარი დავიწყეთ ფართო საზოგადოებასთან. ეს არ არის პუნქტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შეიძლება მივიღოთ და ამას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი, ასე არ მოხდება. მათ შორის კოალიციაში იყო აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის გამომდინარე იმ რისკებიდან, რაც სხვადასხვა მედიის საშუალებებში გავრცელდა. მისმა უწმინდესობამაც გააკეთა განცხადება, რისთვისაც მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მისი ხედვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ გაიმართა საუბარი მის უწმინდესობასთან და მისი აზრი მოვისმინეთ, სად ხედავდა ძირითადად პრობლემებს. ბუნებრივია, როდესაც პატრიარქი ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩვენ მასთან საუბარი გვექნებოდა. საერთო ჯამში, ვყალიბდებით იმ პრინციპებზე, რაც მისაღები იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის”, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გუშინდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, მოხდა ამ საკითხზე მსჯელობა.
“პოლიტსაბჭოზეც გავაგრძელეთ მსჯელობა, კონკრეტულად მოხდა გაზიარება და გაცვლა, იმ შენიშვნების დეპუტატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელიც აქვთ ამ რეფორმასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში ის პოზიცია, რომელიც ჩამოგვიყალიბდა, მთლიანობაში ემთხვევა პატრიარქის პოზიციას”, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.