https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ცხელი თავების” გაგრილების რუსული რჩევები აგვისტოს ომიდან დღემდე

10:12; 5.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აგვისტოს ომიდან 5 და საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარებიდან 1 წლის თავზე, რუსეთი “გვთავაზობს”, რომ თუ “ცხელი თავები” დაწყნარდებიან, მავთულხლართები საჭირო არ იქნება.

ლავროვმა ეს განცხადება საქართველოსთან ურთიერთობებზე, რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების აღმართვასა და საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება, არა მხოლოდ საქართველოს კონტექტსში, არამედ ზოგადად, “ცივი ომის ეპოქის ძველი ინერციული ლოგიკის გაგრძელებას” წარმოადგენს.

“ეს არა მხოლოდ გამყოფი ხაზების შენარჩუნებაა, რომლის აღების ვალდებულებაც ჩვენ ყველამ ავიღეთ, არამედ მათი შემდგომი გადაადგილება აღმოსავლეთით, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ უმაღლეს დონეზე ავიღეთ უსაფრთხოების განუყოფლობის თვალსაზრისით. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც რისკებს შეუქმნის პარტნიორების უსაფრთხოებას. გამოვდივარ იქიდან, რომ სწორედ ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ,” _ განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კუთხით გაგრძელდება და დასძინა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნების სურვილიც აქვს.

ლავროვის აღნიშნულ განცხადებას გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “საქართველოსათვისაც ძალიან სასურველია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რადგან ეს ითვალისწინებს ორ რამეს – ქვეყნის დეოკუპაციას და აღიარების უკან წაღებას”.

“შესაბამისად, ეს პირობები თუ იქნება შესრულებული, ჩვენ დიდი სიამოვნებით აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას. ხოლო, რაც შეეხება იმას თუ რისი წინააღმდეგი და რისი მომხრეა რუსეთის ფედერაცია, ამაზე პასუხი ძალიან მარტივად არის გაცემული ნატოს მხრიდან, ასევე საქართველოსა და სხვა იმ ქვეყნების მხრიდანაც, რომელთაც ნატოს წევრობა უნდათ, რომ მხოლოდ ნატოს და ამ ქვეყნების გადასაწყვეტია როგორი იქნება მათი ურთიერთობა და მესამე მხარეს ამ ურთიერთობაზე და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასე რომ, ეს არის ძალიან მარტივი პასუხი მათ პოზიციაზე,” _ განაცხადა ფანჯიკიძემ.

როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რუსეთის მთავარი დიპლომატის განცხადების მთავარი მესიჯი აქამდე არსებული პოზიციის ხელახალი გამეორებაა და რუსეთი ცდილობს ე.წ. ახალი რეალობები დააკანონოს.

“განცხადებაში მკვეთრადაა გამოხატული, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებია და რუსეთმა ცნო, ანუ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწევს ამ რეალობის ცნობა,” _ ამბობს კაკაჩია.

ამასთან იგი აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით ლავროვმა ცივი წყალი გადაასხა ხელისუფლების იმ პოზიციას, რომლის თანახმადაც, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

“ეს არ არის ლავროვის პირველი განცხადება, სადაც საკმაოდ ხისტად აფიქსირებს, რომ რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე არ ფიქრობს. ამავე დროს, ერთადერთი, რითიც დღეს რუსეთი დაინტერესებულია, ისაა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს გამოდინარე იქიდან, რომ მისი სტატუსისთვის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არქონა დამამცირებელია. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად ამ ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ა.შ. ურთიერთობებით ნელ-ნელა შეაგუონ ქართული საზოგადოება და საერთოდ ქვეყანა, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია და მოდი ურთიერთობა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, ოღონდ იმ რეალიების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. არ მგონია, რომ ეს ის გზა იყოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და აქედან გამომდინარე ეს კიდევ ერთი ცივი შხაპი უნდა იყოს ხელისუფლების პოზიციისთვის,” _ აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თითქმის შეუძლებელია და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, კრემლთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბება.

“ხელისუფლება ალბათ, იძულებული იქნება მეტ-ნაკლებად ძველ პოზიციას დაუბრუნდეს, რადგან ეს პოზიტიური ურთიერთობები სამწუხაროდ დიდხანს ვერ გაგრძელდება და დაიძაბება. ერთმანეთს ეჯახება ორი ქვეყნის ინტერესი. ეს ხელისუფლება ვერ მოახდენს ამ გარდატეხას. რადგან რუსეთი არ ცვლის თავის პოზიციას ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებაში და არც საქართველო აპირებს ამ გზის დათმობას, აქედან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ამ ერთი წლის შემდეგ შეიძლება ძალიან დაიძაბოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ ასოცირების ხელშეკრულება დაიდება. ამის შემდეგ რამდენიმე გზაა – შეიძლება მოხდეს ე.წ. ცივილიზებული გაყრა, ანუ როდესაც რუსეთი მიხვდება, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება დსთ-ში და არც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება, მაშინ უკვე მოილაპარაკებენ თუ რა კომპრომისული ვარიანტი შეიძლება გამოინახოს. თუ ცივილიზებული გაყრა ვერ მოხერხდა, მეორე გზა არც თუ სასიამოვნო იქნება, რადგან შეიარაღებული პროვოკაცია არაა გამორიცხული.

პუტინმა 2 დღის წინ ერევანში განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად გააძლიერებს საკუთარ პოზიციებს. ეს სიგნალია იმისკენ, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია.

თუმცა, აქ ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე – თუ შეეჩვევა ამ ე.წ. ახალ რეალიებს, რუსეთს სხვა საპრეტენზიო არც არაფერი აქვს,” _ უთხრა “გურია ნიუსს” კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ლავროვის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ “ეს ერთი მხრივ გაფრთხილებაა რუსების მხრიდან და მეორე მხრივ, მოწოდება იმისკენ, რომ რეალურად შეაფასონ სიტუაცია”.

“ეს ულტიმატუმსაც ჰგავს, თან შეთავაზებაა, რომ თუ საქართველო რაღაც წინადადებებზე წამოვა, შეიძლება დალაპარაკება აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ამ გამყოფი ხაზების არსებობაზეც. ამ შემთხვევაში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოში და ისინი თავისი ბუნებით გლობალისტები არიან, ხშირად საქართველოს ერევნულ ინტერესებს გლობალური ძალების ინტერესებს სწირავენ.

ამიტომ, ვთვლი, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. მართლაც, არა ამ ცხელ თავებზე, არამედ ძალიან პრაგმატულად და რაციონალურად საქართველომ საკუთარ მომავალზე უნდა იფიქროს,” _ აღნიშნავს კიკნაძე.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ საქართველო “გარიგებების ობიექტია” და რუსეთს დასავლეთისგან ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე “მწვანე შუქი ანთებული აქვს”.

“ჩვენთან საერთაშორისო პოლიტიკას ძალიან მარტივად განიხილავენ. არსებობენ ზენაციონალური სტრუქტურები და ეს წარმომადგენლები არიან როგორც რუსეთში, ისე ამერიკასა და ევროპაში და ხშირად ამ ძალების შეთანხმებები ერთმანეთს ემთხვევა. მჯერა, რომ მსოფლიო ახალი წესრგის მოლოდინშია და მოხდა გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის. მჯერა, რომ რუსეთს დასავლეთისგან ამ ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე მწვანე შუქი ანთებული აქვს და ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. სამწუხაროდ, საქართველო ბუფერული სახელმწიფოა და არა სუბიექტი, არამედ გარიგებების ობიექტი.

რუსეთი ამ ეტაპზე ძალიან არის დაკავებული სოჭის ოლიმპიური თამაშებით და პუტინმა განაცხადა, რომ თქვენთვის ახალი წელი იწყება პირველი მარტიდან ანუ ოლიმპიადის შემდეგ. ასე რომ, ჯერ მკვეთრ ქმედებებს ერიდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ რუსეთის აქტივიზაციას უნდა ველოდოთ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თამარ კიკნაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ქვევრის ღვინის დაყენების ქართული მეთოდი UNESCO-ს ნუსხაში ხვდება

"საქართველოს რკინიგზა" შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ტელეიმედის” წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5″-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

15:44; 12.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

15:21; 12.02.2026
სამართალი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გურიაში- შსს-ს სტატისტიკა

14:42; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12.02.2026
საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12.02.2026
საზოგადოება

აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა

13:13; 12.02.2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო