წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის მინისტრი არ არის საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი, აქედან გამომდინარე, მისთვის არ არის ცნობილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დავით ჩხატარაშვილის დაკავებას.
“დანარჩენი უკვე უნდა გაირკვეს გამოძიების პროცესში. აქამდე რაკი ჩხატარაშვილი დაკავებული არ იყო, მასთან გამოძიებლებს მუშაობა არ ჰქონიათ ჩატარებული, მაგრამ ეს მუშაობა ჩატარდება და გამოავლენს, სად არის სიმართლე. საბოლოო სიტყვა კი მოსამართლეს ეკუთვნის”, _ აღნიშნა წულუკიანმა.



































































