შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მოწვეული სტუმრები საქართველოში მცხოვრები ე.წ. ქუჩის ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. შეხვედრა ორგანიზებულია პროექტის “მეც მოქალაქე ვარ!” ფარგლებში, რომლის მიზანია, ქუჩის ბავშვებისთვის უფლებრივი მდგომარეობისა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფოსთვის კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზება.
მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას წარვუდგენთ პეტიციას “დაეხმარე პირადობის მოწმობის მიღებაში!” რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება და იმ ბავშვების მხარდამჭერთა ხელმოწერებს შეაგროვებს ვინც პირადობის მოწმობის არქონის გამო, ვერ იღებენ განათლებას, სამედიცინო დახმარებას და სხვა კუთვნილ სიკეთეს სახელმწიფოსგან.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი”, “აჰუაჰუ-თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის”, “ჰელფინგ ჰენდის” მიერ.
ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.