კონფერენციაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრებს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები კომიტეტის ანგარიშში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან: ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი და ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.