მსოფლიო ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა. ქართველი მესაზღვრე დედოფლისწყაროს სპორტულ გუნდ “ჩემპიონი”-ის სახელით მონაწილეობდა.
23 წლის ხვიჩა ქოქუაშვილი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში (86 კგ) ასპარეზობდა. მან აშკარა უპირატესობით ოთხი ბრძოლა მოიგო, აქედან სამი – ნოკაუტით. ქართველმა მესაზღვრემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები და აღიარებული ლიდერი კიკბოქსინგელები – დანიელი, თურქი, ალჟირელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა.