“მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა მძიმეა. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან, სადაც უკვე 170-მდე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნა მართლმსაჯულების კომისიის შექმნაა. ისინი აპროტესტებენ წინა მთავრობის დროს სასამართლო გადაწყვეტილებებს და ამავდროულად, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხარვეზების დამდგენი კომისია არ შეიქნება. იგივე მოთხოვნით შიმშილობენ პატიმრები გლდანის მე-8 დაწესებულებაში, შიმშილობამ შეიძლება მასობრივი ხასიათი მიიღოს”.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ პატიმრებმა მონახულება სთხოვეს, რისთვისაც მიმდინარეობს პარტნიორი უფლებადამცველების მოლაპარაკება სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმ მოთხოვნით, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში იქნეს დაშვებული ჯგუფი, რომელიც გაეცნობა მათ მდგომარეობას და გამოიტანს ინფორმაციას მათი მოთხოვნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. ჩიტაძის განცხადებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე შეიმუშავა და განსახილველად საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნათ სპეციალური ინიციატივა. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ გავლენა მოახდინონ იუსტიციის სამინისტროზე.
“თუკი მთავრობამ ვერ შეძლო კომისიის შექმნა, უნდა აღიანოს ეს. არასამთავრობო სექტორი მზად ვართ სრულიად უსასყიდლოდ ჩავერთოთ ამ კომისიაში, მივიღოთ მონაწილეობა ამ მუშაობაში და ხელი შევუწყოთ კომისიის გამართულ მუშაობას. ფაქტია ისიც, რომ სასამართლო რეფორმა, რომელსაც გვპირდებოდა იუსტიციის სამინისტრო, ხარვეზების დამდგენი კომისიის მსგავსად, არ შედგა, შესაძლოა აქ პრობლემა გვქონდეს პროფესიული კადრების არ არსებობაში ან პრობლემის ცუდად გააანალიზებაში”.
ჩიტაძე აცხადებს, რომ არც ისე რთულია 15 სპეციალისტის შენახვა და მათთვის ხელფასების გადახდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეისწავლონ ამ პატიმრების საქმეები და დაადგინონ ვინ იხდიდა უკანონოდ სასჯელს.