“წესია ასეთი, არ შეიძლება გადაღება”, _ განგვიმარტა დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და ფოტოკორესპოდენტობის შეთავსება მოინდობა.
“მოდი მე გადაგიღებ ფოტოებს”, _ აღნიშნა მან და რამდენიმე ფოტო ალბათ სამახსოვროდ გადაგვიღო. ამ წუთებში ჩვენ ტელეფონით დაგვიკავშირდა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც გვითხრა, რომ მინისტრს ჩვენი თხოვნა კომენტარის შესახებ გადასცა, რაზეც კატეგორიული უარი ითქვა.
“გადავეცი თქვენი თხოვნა, თუმცა ის კომენტარს არ მოგცემთ”, _ გვითხრა პრესსამსახურმა.
აღსანიშნავია, რომ წულუკიანს დაცვის სამსახურის გარდა ჭიშკრის გარეთ ჩოხატაურის პოლიცია იცავს.
ამ წუთებში ჩოხატაურში თოვს, გზები გაუწმენდავია, ავტომობილებს გადაადგილება უჭირს, სოფლის მოსახლეობას კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.