“ეს ის ბარამიძეა, რომელმაც ტელევიზიით აღიარა როგორ დაესხა თავს 1500 ჯარისკაცით და ვეტმფრენით აფრასიძეების ოჯახს. ბავშვებს თვალწინ მოუკლა ბიძა და ბაბუა. ამით მათ უნდოდათ სვანეთის შეურაცხყოფა. შემდეგ თქვეს, რომ სვანეთი დააჩმორეს. თქვენ, თქვენი თავები და ოჯახები დააჩმორეთ. მე მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნაცონალების დასაცავად სადმე არ გადაგეყარონ ნამუსახდილი და დაჩმორებული ადამიანები და არ იხმარონ, თქვენი სიმბოლო: ცოცხი და დუბინკა. გიორგი ბარამიძე თვითონ ითხოვს დამკითხეთო, ამიტომ, მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს აღსდგეს სამართლიანობა და გამოიძიონ ყველა დეტალი. ბარამიძეს გულწრფელად მინდა ვუთხრა, მე ჩემს კუთხეს კარდა ვიცნობ. ნუ ბლატაობ შე ჩმორო”, _ ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა სოს ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძეს სასესიო დარბაზში.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხალხს ისინი ამისთვის არ აურჩევიათ და დეპუტატებთან შესვენების დროს კონსულტაცია მოითხოვა.
“ჩვენ აქ ქართველ ხალხ არ ავურჩევივართ იმისთვის, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ ამის გარჩევით. შესვენების შემდეგ მე მექნება კონსულტაცია უმცირესობასა და უმრავლესობასთან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ასევე, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ინციდენტები”, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.