სადმე არ გადაგეყარონ ნამუსახდილი, დაჩმორებული ადამიანები და არ იხმარონ თქვენი სიმბოლო: ცოცხი და დუბინკა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, აღდგეს სამართლიანობა და გამოიძიონ ყველა დეტალი. მე მინდა გულწრფელად ვუთხრა გიორგი ბარამიძეს: მე ჩემს კუთხეს ძალიან კარგად ვიცნობ, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო.” – ასე გაახსენა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა უმცირესობის წევრ გია ბარამიძეს , შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია. რასაც შედეგად, აფრასიძეების ოჯახის რამდენიმე წევრის დაღუპვა მოჰყვა. წარსულის გახსენებას სოსო ჯაჭვლიანსა და გია ბარამიძეს შორის ინციდენტი მოყვა.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტს “გურია ნიუსთან” გია ბარამიძე აფასებს და აცხადებს:” ამ ადამიანს რამე პრეტენზია თუ ქონდა, რაღაც იმ საშინელებებთან დაკავშირებით, ჩვენ ბავშვებს ვჭამთ, ადამიანებს ვატყავებთ და ხალხს ვხოცავთ. მაშინ ერთ წელიწადი და ორი თვის ლოდინი, როცა ახალი პარლამენტი შეიკრიბა, არ იქნებოდა საჭირო. როგორც ჩანს, ისინი გაღიზიანდნენ იმაზე, რომ როცა ვსაუბრობთ უკრაინაზე, ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე, მათ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ ამაზე. ამ რეზოლუციაზე ორი კვირის წინ ვიმსჯელეთ და 31 ადამიანმა, უბრალოდ თავი კი არ შეიკავა, ამ რეზოლუციას ხმა წინააღმდეგი მისცა.
რაც დღეს მოხდა, ამაზე რა შეფასება შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ხულიგნები და ძველ ბიჭური მენტალიტეტის ხალხი მოხვდა. როცა მათ არგუმენტი არ აქვთ, გადადიან იმ ხერხზე, რაშიც მიაჩნიათ, რომ მაგრები არიან. როგორც გაირკვა, არც იმაში არიან მთლად მაგრები. იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი მიიღეს.
_ დავით უსუფაშვილმა თქვენსა და ჯაჭვლიანს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შესვენება გამოაცხადა. თუ შეგხვდათ და რა გითხრათ პარლამენტის თავმჯდომარემ?
_ არა. მე არ ვთვლი, რომ ჯერ ადეკვატური რეაქცია იყო პარლამენტში და არც ჩემთან უსაუბრია ბატონ დავითს.