https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მეცნიერებათა აკადემიას საერთოდ არ გვაკარებენ საყდრისის საბადოს”

6:12; 12.12.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რატომ არ გამოხატა მკვეთრი პოზიცია მეცნიერებათა აკადემიამ მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრმა ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნა და ფაქრობრივად მისი განადგურება დააკანონა? ამ ბრალდებაზე მეცნიერებათა აკადემიის ასეთი არგუმენტები აქვს:

1. პირველ წერილში, რომელიც 31 ივლისითაა დათარიღებული, აკადემიის პოზიცია ბუნდოვანი არ ყოფილა და კულტურის მინისტრს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.

“დარწმუნებული ვართ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქმედით ღონისძიებებს განახორციელებს ამ მიმართულებით და საყდრისის უძველეს მაღაროებს აღუდგენს საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს”.

2. მეცნიერებათა აკადემიას საბადოს ისტორიული მნიშვნელობა არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ და თუ ეს მისი წერილებიდან და დასკვნებიდან არ ჩანს, “საქმე გვაქვს ლაფსუს კალამთან,  ანუ აზრის სწორად ვერ გამოხატვასთან”.

ამბობენ, რომ მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია მაშინ შერბილდა, როდესაც საყდრისის თემით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და აკადემიას საკითხის შესწავლა დაავალა. ყოფილი პრემიერი ამისთვის ორთვიან ვადას იძლეოდა, რაც მეცნიერთა თქმით, სრულყოფილი კვლევისათვის საკმარისი დრო არ იყო.

მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დასმული საკითხი უცნაურად გამოიყურებოდა – მას უნდა დაედგინა არა საყდრისის საბადოს ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობა, არამედ გაერკვია აღნიშნულ ბორცვზე კიდევ იყო თუ არა მსგავსი საბადო.

“პირველი ამოცანა, რომელიც იდგა ჩვენს წინაშე იყო ის, რომ გამოვლენილიყო ამ შახტის გარდა კიდევ არსებობდა  თუ არა სხვა. ამისათვის ჩატარდა ეს სამუშაოები. ეროვნულ მუზეუმს მიაჩნია, რომ ამ ბორცვის ქვეშ არსებობს კიდევ მაღაროები, რომელთა შესწავლაც აუცილებელია. მეცნიერებათა აკადემია ეთანხმება ამას. 15-20 სანტიმეტრის განათხრებით,რომელიც ჩვენმა ჯგუფმა აწარმოა, არაფერი არ დადასტურდა. ლაპარაკია ამ ბორცვზე სხვა შესაძლო შახტის არსებობაზე და არა ამ კონკრეტულ შახტაზე. ის,  რა თქმა უნდა, არის ფასეული. ჩვენ არსად არ დაგვიწერია, რომ არსად არაფერი არა რის და აქ შეიძლება აფეთქებები დაიწყოს. მეცნიერებათა აკადემიას არ უწარმოებია არც ერთი კვლევა, მხოლოდ ზედამხედველობა გვქონდა დავალებული ბორცვის შეფასებაში”, _ ამბობს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვიერი დავალების თანახმად,  მეცნიერებათა აკადემიის სამმა აკადემიკოსმა: მუსხელიშვილმა, ლორთქიფანიძემ და ჯაფარიძემ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბორცვზე მადნის მოპოვება არ დასტურდება.

“ბორცვი წარმოადგენს მთლიან კლდოვან მასივს, ტექტონური ვიწრო ბზარებით, რომელთა გამოყენება მადნის მოპოვების მიზნით ექსპედიციის მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად არ დასტურდება. ექსპედიციის მიერ, ასევე შემოწმებულა მე-20 საუკუნის “შტოლნები”, სადაც გერმანელი ექსპედიციის ანგარიშში ნახსენებია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების აღმოჩნდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს ადგილი სტერილური გამოდგა.”

აკადემიკოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, როდესაც გერმანელ კოლეგებს, რომლებიც საბადოს 9 წლის განმავლობაში იკვლევდნენ და მის განსაკუთრებულ ისტორიულ ღირებულებაზე მიუთითებდნენ, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.

“ყოველივე ზემოთ აღნიშნული გვიბიძგებს მოვუწოდოთ შესაბამის სპეციალისტებს, რომ ობიექტთან მიმართებაში არსებული ფაქტობრივი მასალისა და არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, ობიექტის ფუნქციისა და თარიღის განსაზღვრას უფრო მეტი მეცნიერული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნონ”.

ოდიშარიასადმი გაგზავნილ 3 დეკემბრით დათარიღებულ წერილში,  აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე ფაქტობრივად იმეორებს ზემოთ ხსენებული დასკვნის შინაარს: “ეროვნული მუზეუმის დასკვნით ბორცვის ჩრდილო მონაკვეთი მიჩნეულია მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტად, რომლის არქეოლოგიური შესწავლა არ არის დასრულებული. ეროვნული მუზეუმის მონაცემებით ამ ტერიტორიაზე უმნიშნელოვანეს არქეოლოგიურ ობიექტს მიწისქვეშა გვირაბები წარმოადგენს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია შესწავლილი. მათ მიაჩნიათ, რომ არქეოლოგიური ობიექტის სრულიად შესწავლისთვის აუცილებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბოხუმის სამთო მუზეუმის ერთობლივი ექსპედიციის მიერ მოხდეს ამ ტერიტორიის სრულიდ გამოკვლევა.

დღეს აღნიშნული ობიექტის ირგვლივ ვითარება შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და RMG GOLD- ის საწარმოს შორის ზოგიერთი უთანხმოების გამო,  ბორცვის საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ვერ დასრულდა, ამასთან დაკავშირებით 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანშვილის სიტყვიერი მითითებით საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის არქეოლოგიური სამუშაობის წარმართვა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა დაევალა RMG GOLDS -ს, ხოლო ამ კვლევა-ძიებაზე ზედამხედველობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას.

RMG GOLD-ის დავალებით 21 ოქტომბრიდან სამუშაოებს აწარმოებდა “არქეოლოგიური გაერთიანება”, დაზვერვითი, გათხრითი კვლევა–ძიება მიმდინარეობდა ბორცვის ნაწილში. ექსპედიციამ ასევე შეისწავლა ბორცვის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე დელოვიონით შევსებული კლდის ნაპრალები, გაკეთდა პროფილები, ჭრილები, კლდოვან ქანებამდე ამოიწმინდა დელოვიონით შევსებული კდლის ნაპრალები.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანში კულტურული ფენები არ დადასტურებულა. აქ სამუშაოებს ადრე აწარმოებდა ეროვნული მუზეუმი და მათ ამ უბანთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება გააჩნიათ. ნაყარი მიწიდან გაიწმინდა მე-20 საუკუნის შტოლნის ფსკერი, არც ამ ნაყარში არქეოლოგიური ნივთი არ აღმოჩენილა. საველე სამუშაოების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბორცვი სრულიად თავისუფალია გადანაყარი ფუჭი ქანებისგან, მაღაროებიდან გამოტანილი ფუჭი ქანები კი განლაგებულია ბორცვის მხოლოდ ჩრდილო ნაწილში, არც აქ გადანაყარის ქვეშ არქეოლოგიური ობიექტი არ აღმოჩენილა. ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე კორდოვანი ფენის ქვეშ ერთგვაროვანი სურათია დაფიქსირებული, ბორცვის ეს ნაწილი არის მთლიანად კლდოვანი მასივი, ტექტონური ვიწრო ბზარებით რომელთა გამოყენება მადნის მოპოვების მიზნით ექსპედიციის მიერ ჩატარებული დეტალური კვლევის შედეგად არ დასტურდება. უნდა აღინიშნოს, რომ საკვლევი სამუშაოები მხოლოდ 2 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მიუხედავად ამისა დასკვნა სრულფასოვნად უნდა ჩაითვალოს.”

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რაულ გვეტაძე ამბობს, რომ რამდენიმე მეცნიერთან ერთად ცდილობდა საყდრისის საბადოსთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვას, თუმცა ამის უფლება კულტურის სამინისტრომ არ მისცა.

“ოთხი მეცნიერი ტექნიკური უნივერსიტეტიდან და ორი მეცნიერი მეტალურგიის ინსტიტუტიდან ვცდილობდით ამ პროცესებში ჩართვას. ვიჩივლეთ პროკურატურაშიც და 26 სექტემბერს 4 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გაირჩა ჩვენი საჩივარი. გვითხრეს, რომ უფლება არ გვქონდა საყდრისის გადასარჩენად გვებრძოლა და პროკურატურაში გვეჩივლა. მე ვითხოვ, შევინარჩუნოთ იქ არქეოლოგიური ზონა და ვისაც რა უნდა ის იკვლიოს და გაარკვიოს. 80 მილიონს ვაძლევთ რუსეთს იმისათვის, რომ დაგვინგრიოს 6 ათასი წლის წინანდელი ძეგლი. ჯერ კიდევ 30 წლის წინ შეისწავლა ეს საკითხი დიდმა მეცნიერმა მუჯირმა და დაასკვნა, რომ ეს არის არქეოლოგიური ძეგლი და წარმოადგინა ფუნდამენტალური ნაშრომი. ეხლა 2 კვირაში RMG GOLD-ის დაკვეთით და დაფინანსებით რომ გაჩიჩქნეს მიწა, ისინი ცდილობენ ამ ნაშრომის გადაფარვას. კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც უნდა საბადოს დანგრევა, ერთ-ერთ არგუმენტად უთითებს იმას, რომ 80 სანტიმეტრის გვირაბში ხალხი როგორ შეეტეოდაო? საინტერესოა რა ზომის კარი აქვს თვითონ სახლში? 80 სანტიმეტრი არის ნორმა.”

მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი ამბობს, რომ მეცნიერები თავიდანვე მოწყვიტეს საყდრისთან დაკავშირებულ პროცესებს.

“უნდა გითხრათ, რომ არც ერთ კომისიაში ჩვენი ჩართვა არ მოხერხდა. ამიტომ, სხვისი მონაცემების საფუძველზე შევკრიბეთ და ინფორმაციის სახით მივაწოდეთ სამინისტროს ჩვენი დასკვნა. სამინისტრო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეგ სხვა საკითხია, ასე რომ ჩვენ მათთვის მწვანე შუქი არ აგვინთია და არც ავუნთებთ. თუ თქვენ დაინახეთ ის, რომ ჩვენ ჩვენი წერილით ეს გავაკეთეთ, მაშინ გთხოვთ რომ ეს ჩათვალოთ ლაფსუს კალამად, ანუ ჩვენ ვერ გამოვთქვით ზუსტად სათქმელი. საზოგადოებას პრეტენზია აქვს, რატომ არ ავიმაღლეთ ხმა, როდესაც ძეგლს სტატუსი მოეხსნა. თქვენ რატომ არ იმაღლებთ ხმას, როდესაც მეცნიერების საკითხებს მეცნიერების ზურგს უკან წყვეტენ? მეცნიერებათა აკადემიას საერთოდ არ გვაკარებენ ამ საქმეს. არც ერთ კომისიაში, რომელშიც წესით უნდა ვყოფილიყავით ჩართულები, არ ჩაგვრთეს და ეხლა გინდათ რომ ჩვენ გამოვასწოროთ ეს ქვეყანა? არ გამოვა. გერმანიაში წავიდა დელეგაცია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხიც უნდა განიხილოს. ჯგუფი დაკომპელქტებულია საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, განათლების და კულტურის მინისტრების მოადგილეებით. ჩვენთვის არც უკითხავთ აზრი. მოითხოვეთ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს მეცნიერებათა აკადემია, ხელისუფლებამ უნდა ჩართოს ის ამგვარ საკითხებში”, _ ამბობს ნანეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფს, არაოფიციალურად არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა, რომლის შვილიც RMG GOLD -ის ერთ-ერთი კონტრაქტორია. ფიცხელაური არც ერთ დოკუმენტს არ აწერს ხელს, თუმცა კვესიტაძე ადასტურებს, რომ ჯგუფის ზედამხედველად სწორედ ის მიავლინა.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი გიორგი გოგოჭური იხსენებს:

“ბატონ კიაზოსთანაც მქონდა საუბარი იმ ძეგლის ხასიათზე. კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია არ იყო პროფესიონალებით დააკომპლექტებული. მათ ჩამოწერეს მთელი რიგი საკითხები და აპირებდნენ ამის გერმანიაში გაგზავნას. მე ვუთხარი, რომ სასაცილოები გავხდებოდით, თუ ამ კითხვებს გავგზანიდით. კიაზო ფიცხელაურმა პირადად მკითხა – იქნება თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომელიც აქ აღმოჩნდა, ზემოდან ჩავვარდაო. ზემოდან კი არა 35 მეტრის სიღრმეშია ეს დაფიქსირებული.”

მეცნიერებათა აკადემია,  კულტურის მინისტრის სახელზე ახალი წერილის გაგზავნას არ გამორიცხავს, რომელშიც საბადოსთან დკავშირებით უფრო მკვეთრ პოზიციას დაფიქსირებს. აკადემიას ასევე გადაწყვეტილი აქვს ძეგლი საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანოს და მისი განადგურება არ დაუშვას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

"თუ საქართველომ შეძლო კორუფციის დამარცხება, ამას შეძლებს უკრაინაც"

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო