“საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დაახლოებით, 150 კილომეტრზე, უკვე დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნაკვეთებზე. 62 ნაკვეთი უკვე გვაქვს დაზუსტებული და მზად არის რეგისტრაციისათვის დიცის საკრებულოში. ეს იყო ჩვენი საპილოტე მონაკვეთი, ერთ-ერთი სოფლის უბანი. უკვე გაფართოებული პროექტის ფარგლებში მომავლ წელს მთლიან საოკუპაციო ზოლზე საკუთრების დამდგენ სამუშაოებსა და რეგისტრაციებს ჩავატარებთ და დავასრულებთ”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისათვის დროებითი სამთავრობო კომისია 2013 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს. მისი ამოცანა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრა და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. კომისიის მუშაობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა უწყების − 20-მდე დაწესებულებისა და ორგანიზაციის − წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
კომისიის მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს.