გიორგი მიშელაძემ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდჭერა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და არასამთავრობო სექტორი საინფორმაციო კამპანიის განხორციელების კუთხით აქტიურად ითანამშრომლებენ. ასევე, შეთანხმდნენ, რომ ასეთი სახის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.