როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:
“სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დ.ბ-ს თვითმკვლელობასათან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტოს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სისტემიდან დაითხოვეს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორი ლ.შ.; კონტროლიორი – ზ.ა. და სასჯელაღსრულების უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს პულტის განყოფილების ინსპექტორი ნ.ხ. იმავე განყოფილების ინსპექტორები – ნ.კ, ე.ა. და ი.ბ დასჯილი იქნენ დისციპლინური წესით და გამოეცხადათ საყვედურები.
აღნიშნული დასკვნა, სისხლის სამართლის საქმეზე დართვის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნა.
მსჯავრდებულ დ.ბ-ს თვითმკვლელობის ფაქტი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 დეკემბერს დაფიქსირდა”, _ ნათქვამია განცხადებაში.