აქვე, ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები.
“საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები და ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მკაცრად იქნება აღკვეთილი თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და მუქარის განხორციელების ნებისმიერი ფაქტი,” _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.