მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. სასწავლო კურსები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დეპარტამენტმა დაააფინანსა.
პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წარჩინებული მსმენელების ტრენერებად გადამზადებას და შესწავლილი პროფესიებით მსჯავრდებულთა დაწესებულებებში მათ დასაქმებას გეგმავს.
რესოციალიზაციის პროექტის “ისწავლე, ასწავლე და დაასაქმე”-ს ფარგლებში სწავლება 5 დაწესებულებაში ამ დრომდე 400-მდე მსჯავრდებულმა გაიარა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სასწავლო პროცესებში პარტნიორობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალი და ბიზნესი” უწევენ.