“ჩვენ უარი რაზეც ვთქვით და ეს პოლიტიკა ავირჩიეთ შეთანხმებით გადაწყვეტილებების მიმღებებთან, არის საბჭოთა ვერტმფრენები. გადაწყვეტილი გვაქვს, 2014 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად მთლიანად ამოვიღოთ ის საბჭოთა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო მოიერიშე ვერტმფრენები, რომელიც ჰყავს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და განვავითაროთ ამერიკული ვერტმფრენების პარკი. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც. შესაძლებლობა გაჩნდა ამგვარი ურთიერთობისა საფრანგეთთანაც ჩემი ვიზიტის შემდეგ”.
მინისტრი ადგილბრივი სამხედრო მრეწველობის თემასაც შეეხო დ აღნიშნა, რომ თბილავიამშენის ბაზაზე წარმოებული სამხედრო ტექნიკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, დასკვნა წლის ბოლომდე დაიდება. ამჟამად კი ტექნიკის სამხედრო პოლიგონებზე გამოცდის პროცესი მიმდინარეობს.
მინისტრი ეწ. VIP ფრანგულ ვერტმფრენებსაც შეეხო, რომელთა გაყიდვასაც საქართველოს მთავრობა აპირებს.
ალასანიას თქმით, აღნიშნული ვერტმფრენები ეკუთვნოდა არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ ყოფილ პრეზიდენტს, სამინისტროს კი მხოლოდ მისი მომსახურება ევალებოდა.