“მე აქ იმ ხალხთან ერთად მოვედი, რომელიც მედგრად იდგა ქართული ისტორიის იმ ურთულეს პერიოდში, რომელმაც სერიოზული, ხშირად მორალური არჩევანის წინაშე დააყენა ბევრი ადამიანი. დღეს ჩვენ ასევე პატივი მივაგეთ მერაბ კოსტავას ხსოვნას”, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებმაც 20 წლის წინ ჩვენს ერში ეროვნული აღფრთოვანება გამოიწვიეს.
ზვიად გამსახურდიას საფლავთან ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.