https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კრიმინალი თუ მოედნის მოწესრიგების მცდელობა

18:07; 25.07.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა. მისი თქმით, მსგავს ფაქტს, ოზურგეთში პირველად არ აქვს ადგილი და კონკრეტული პიროვნებები გარემოს ზიანის მიყენების სანაცვლოდ, საკუთარ ბიუჯეტს ავსებენ. როგორც გარემოს დაცვით საკითხებში ექსპერტმა რეზო გეთიაშვილმა გვითხრა, საინტერესო და საგამოძიებო საკითხია, სად მიაქვთ ან, როცა გამწვანება ხდება, საიდან მოაქვთ ჰუმუსი, ანუ ნიადაგის ყველაზე ნაყოფიერი ფენა. ასევე ექსპერტმა როლანდ რცხილაძემ გვაცნობა, რომ მსგავსი ქმედება კრიმინალია და რამდენიმე დღის წინ, ჰუმუსით დატვირთული გემი დააკავეს, რომელიც სწორედ დასავლეთ საქართველოში აღებული ნიადაგის საფარით იყო სავსე.

წყაროს ინფორმაციით, ნატანებში, მინდვრის საფარი, ანუ ჰუმუსი, რამდენიმე პიროვნებამ აიღო და მისი რეალიზაციაც მოახერხა.

როგორც ახალშენის უბანში მცხოვრებლები ამბობენ, მათ უთხრეს, რომ აქ მოედანი უნდა მოწესრიგდეს, ჯერ მოიხნას, შემდეგ კი მინდორი დაითესოს.

“ასე ვიცი, რომ მოედანი უნდა მოაწესრიგონ და გაალამაზონ, სხვა ჩვენთვის არავის არაფერი აუხსნია. გვითხრეს, ეს საფარი უნდა ავიღოთ და ხელახლა უნდა დავთესოთო”, _ გვითხრა 72 წლის ნ. ზედგენიძემ.

“ალბათ, მოედანს აპირკეთებენ, გადახნავენ და დათესავენ”, _ თქვა იქვე მცხოვრებმა შუა ხნის მამაკაცმა.

იმ დროს, როცა მოედანზე ვიმყოფებოდით, სავარაუდოდ, იმ უბანშივე მცხოვრები მამაკაცები მოვიდნენ, რომლებსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

_ რა კეთდება?

_ მოედანი.

_ მანამდე მოედანი არ იყო?

_ მოედანი არ იყო. რაც არის, ეს ჩვენი გაკეთებულია, აი, ამ ბიჭების. მე ამ ხსნის კაცი ვარ და გელაპარაკებით.

_ დიახ, გისმენთ.

_ არავისგან არც დაფინანსება გვაქვს და არც დახმარება. თუ რამეს დაიწყებ, მაშინ წამოგესევიან. აგია ეს მთავრობა?! ჩვენ ვაკეთებთ, ბიძია, და გვაცალეთ. დაინახავთ, რაც გაკეთდება.

_ სად წაიღეთ ჰუმუსი?

_ არ ვარგოდა ის მინდორი და იმიტომ ავიღეთ.

_ სად წაიღეთ?

_ გადავყარეთ.

_ შეიძლება ვნახოთ, სად დაყარეთ?

_ არ ვიცი, გადავყარეთ. თქვენ მინდორი სად წავიღეთ, ის გაინტერესებთ, თუ რა კეთდება?

_ ორივე.

_ ჩვენ არავინ მოგვხმარებია კომუნისტებიდან დაწყებული. აქ იყო, ბიძია, გვიმბრალა, ტურები ბუდობდნენ. ჩვენ გავაკეთეთ და თავი დაგვანებონ. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ტერიტორიაა, სოფლის. ჩვენი შვილები ითამაშებენ აქ და შეგვეშვას ყველა. თქვენ თქვენს საქმეს მოუარეთ, ჩვენ დაგვანებეთ თავი. ამის მეტი საქმე არაფერი გაქვთ? _ საკმაოდ აგრესიულად გვესაუბრებოდა ერთ-ერთი მამაკაცი.

როგორც სოფელ ნატანების რწმუნებულმა კახაბერ კოპლატაძემ გვითხრა, ის საქმის კურსშია მოედანზე საფარის აღებასთან დაკავშირებით: _ მე დღეს ვიყავი ადგილზე (საუბარი ჩაწერილია 21 ივლისს) და ფოტოც გადავიღე.

_ ვინ ჩაგაყენათ საქმის კურსში?

_ ვაჟა შენგელიამ. მითხრა. ასე ხდებაო და დღესვე მივედი.

_ რა გითხრეს, რა ხდებაო?

_ მინდორი აქვთ აღებული, “შტანგები” კი მოთხრილიო. გავიკითხე და ჯერჯერობით ვერ დავადგინე, ვინ ჩაიდინა ეს. ახლა ვაპირებ ღონისძიების გატარებას.

_ რა ღონისძიების გატარებას გეგმავთ?

_ უფროსობას ჩავაყენებ საქმის კურსში _ მუნიციპალიტეტის გამგებელს და იმ პირებს, ვისაც ეს საკითხი ეხება.

_ თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ახლა მოედანზე?

_ ჩემი ინფორმაციით, მოედანი გაფუჭებულია, აჭრილია მინდორი. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ მოჭრილი ნიადაგი გაყიდული აქვთ. როგორც გითხარით, ვიყავი და შევხვდი რამდენიმე პიროვნებას. არ მითხრეს, ვინ გააკეთა, მაგრამ დავიბარე, რომ ვინც ეს გააკეთა, ჩემთან მოვიდეს, რადგან მე ასე ვერ დავტოვებ ამ საქმეს,-მეთქი. პასუხი უნდა აგოს ვიღაცამ. ჯერ მოედანია, მერე _ მინდორი.

_ ვისი საკუთრებაა მოედანი?

_ გავარკვევ საკუთრების საკითხს. სოფლის ან მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება. ჯერ არ ვიცი, დავადგენ. მითხრეს, რაღაც კრება ჩატარდაო და ესეც უნდა გავარკვიო, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში ნატანების რწმუნებულმა.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეპუტატს გია ტაკიძეს დაუკავშირდა. ტაკიძის თქმით, მან აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის: _ გავარკვევ და დაგიკავშირდებით, _ შეგვპირდა გამგებელი.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ნოზაძის თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის შესწავლა: _ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 51 პრიმა მუხლის თანახმად, რაც ითვალისწინებს 1500-2000 ლარამდე ჯარიმას, _ გვითხრა ნოზაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის იურისტი ქეთი თოიძე: “მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.”

ექსპერტი როლანდ რცხილაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მიწის კოდექსი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ძალიან მოძველებულია: _ ის, რამდენიმე წლის წინ, ამ მთავრობამდეა მიღებული. კოდექსის მიხედვით, ნიადაგის მოჭრა, გადაადგილება და გამოყენება აკრძალულია, გარდა ზოგიერთი შემთხვევისა, როდესაც ხდება მშენებლობა. მაშინ აუცილებელია, მშენებლობის დაწყების წინ, ტერიტორიაზე მოიჭრას ჰუმუსი, შეინახოს და მერე გამოყენებული იქნას მიზნობრივად, _ გვითხრა რცხილაძემ, _ ასეთი ქმედება, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დოკუმენტი და პროექტი არსებობს სტადიონის რეკონსტრუქციისა, დასაშვებია; თუ არ არსებობს, მაშინ დასჯადი და კრიმინალია. ძალიან მეეჭვება, რომ გარემოს დაცვის სამსახურის გარეშე ხდებოდეს ეს უკანონო ქმედება.

თქვენი რაიონის გამგეობამ უნდა აღძრას საკითხი და არა კერძო პირმა. ისე, გეტყვით, რომ თუ გინდათ მოედანი კარგი იყოს, ამისთვის ჰუმუსიანი ნიადაგი არ გამოდგება _ მსოფლიოში არც ერთ მოედანზე ჰუმუსიან გრუნტს არ იყენებენ. როცა ახალი მოედანი შენდება, იქ მთლიანად უნდა მოიჭრას ძველი ნიადაგი, უნდა გაკეთდეს სადრენაჟო გრუნტი და შემდეგ ამ სადრენაჟო გრუნტზე იყრება ხრეში, ნიადაგის ნაზავი და არა ის, რაც ადრე არსებობდა. თქვენ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, არსებობს თუ არა რეკონსტრუქციის დოკუმენტი. თუ არ არსებობს, თქვენ მოგებული ხართ ამ საქმეში.

_ ბატონო როლანდ, პროექტი რომ არსებობდეს, ამის შესახებ როგორც სოფლის რწმუნებულს, ისე მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა სცოდნოდათ.

_ გამოიძიეთ, მიყევით ბოლომდე. ასე თვითნებურად მიწის მოჭრა და გადაადგილება დასჯადია. თქვენ პირველი არ ხართ, ასეთ შემთხვევის გამო რომ მიკავშირდებით _ საქართველოში ყველგან ხდება მსგავსი რამ. ცოტა ხნის წინ ნიადაგით დატვირთული გემი დააკავეს, საზღვარგარეთ გაჰქონდათ, თან დასავლეთ საქართველოდან. ეს ამბავი სულ რაღაც ათი დღის წინ მოხდა და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როლანდ რცხილაძის განმარტებით, ერთი სანტიმეტრის სისქის ჰუმუსის ჩამოყალიბებას, საუკუნე და ცოტა მეტი სჭირდება.

ექსპერტ რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ეს სერიოზული პრობლემაა: _ ძალიან საინტერესოა, საიდან იღებენ და სად გააქვთ ჰუმუსი. თუ ბუნებიდან ხდება მისი აღება, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ისიც ცუდია, რომ მატერიალური ზიანი მიადგა სპორტულ მოედანს, ასე ვთქვათ, გაძარცვეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კულტურის სახლის მშენებლობა იწყება

"მსოფლიო არდადეგები 2"

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო