შეძენილი საათებიდან ყველაზე იაფი _ 390 ლარიანია, ყველაზე ძვირად ღირებული კი 912 ლარიანი.
სახელმწიფო აუდიტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, რუსუდან შამუგიას თქმით, საათები წარმატებული თანამშრომლებისთვის შეიძინეს:
_ აუდიტის სამსახურმა საათები წარმატებული თანამშრომლებისთვის შეიძინა. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი წლის წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს. 20 საათია შეძენილი, რომლის საშუალო ფასი 500-დან 700 ლარამდეა. ათი ქალის საათია და ათი მამაკაცის. თითოეულ მათგანს, რა ღირებულების საათებიც გადაეცემათ, შესაბამისი თანხის საშემოსავლო გადასახადი დაექვითებათ.
_ შეძენილი საათებიდან ყველაზე ძირადღირებული 912 ლარიანი საათია. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა კალმით არის ჩასწორებული დოკუმენტში, რომელსაც ბეჭდები არტყია. ვინ იყო ის თანამშრომელი რომელსაც ყველაზე ძვირი საათი ერგო?
_ ერთეულის ფასი ნამდვილად არ ვიცი. საშუალო ღირებულება გითხარით, _ გვითხრა შამუგიამ.