(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ლანჩხუთის გამგეობის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ეთერ ჭყონიას, საფინანსო სამსახურის უფროსს როლანდ ლაშხიასა და ნიგოითის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულს მურმან წილოსანს პრეზიდენტის ღირსების ორდენები გადასცა _ ჯილდოები მათ წარმატებული საქმიანობისა და მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისთვის მიიღეს.