(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ჩავარდა. მოსახლეობის თქმით, დათესილი სიმინდი არ ამოვიდა და, ფაქტობრივად, ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის მიზეზი უამინდობა და გახშირებული წვიმები გახდა, თუმცა, ეს მოსაზრება მოსახლეობისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.
თხინვალელები თესლისთვის დახარჯული საკმაოდ სოლიდური ფინანსების გამო ნაკლებად სწუხან _ ისინი იმ მომავალ წელიწადზე დარდობენ, რომელიც მოსავლის გარეშე უნდა გაატარონ.