“კეზერაშვილი ჩემთვის აღმოჩენა იყო, ჩემთვის იყო ტოლფასი იმ წამებების გამოვლენისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში ხდებოდა. წლების განმავლობაში საზოგადოება ყვიროდა და მსოფლიო საზოგადოებას ვერავინ მიაწვდინა მაშინ ხმა. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა ციხეებში, უამრავი ადამიანის ტანჯვა წამება და სიცოცხლის მოსპობა. მაშინ, როცა მოხდა ციხის კადრების გავრცელება, მთელმა მსოფლიომ დაიჯერა, რომ ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. როცა ჩემი მინისტრობის დროს აღმოვაჩინეთ სამალავი, იქაც უამრავი მტკიცებულება იყო.
ახლა კი მოხდა იმის დადასტურება, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები და მთელი საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა. ანუ, როგორ მიიტაცა ნაცმოძრაობამ სახელმწიფო ქონება და სერიოზული აქტივები. კითხეთ, ნაცმოძრაობას, საიდან აქვს 800 მილიონიანი ბრუნვა მხოლოდ 2012 წელს, საიდან აქვს მილიარდნახევრიანი ბრუნვა კეზერაშვილს, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში. ამის შეფასება საზოგადოებამ და თქვენ, ჟურნალისტებმა ადექვატურად უნდა მოახდინოთ.
ჩვენი სამართლდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ამ ფაქტით და უახლოეს პერიოდში სერიზული მასალები დაიდება.
რაც შეეხება კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულ იარაღით უკანონო ვაჭრობას, ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებულები და ძალიან სკანდალური ფაქტები გამოვლინდება. დაველოდოთ…



































































