აქციის მონაწილეები საყდრისის უძველესი მაღაროსთვის ძეგლის სტატუსის დაბრუნებას და ახლომახლო ტერიტორიაზე ოქროსმოპოვებითი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.
არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო მხარდაჭრის იმედი აქვს.
“ვითხოვთ მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენას. ვითხოვთ ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ისე აწარმოოს სამუშაოები, რომ ძეგლი არ დაზიანდეს. იმედი გვაქვს რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს გაწონასწორებულ გადაწყვეტილებას, რაც არც ძეგლს დააზიანებს და არც ქვეყნის ეკონომიკას.”
სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტის” წარმოამდგენლები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved