ინციდენტი ჯერ, რესტორანში დაწყებულა, შემდეგ კი გარეთ გაგრძელებულა. თუმცა, რა იყო დაპირისპირების მიზეზი ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” გოჩა ფერსაშვილი უარყოფს.
_ სისულელეა, არაა მართალი, ტყუილია, ნამდვილად არ მომხდარა ასეთი ფაქტი, სხვებს ნუ დაუჯერებთ, დამიჯერე მე, რომ გეუბნები არ ყოფილა”, _ გვითხრა გოჩა ფერსაშვილმა.
ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს ჩოხატაურის პოლიციის ყოფილი უფროსი შოთა მჟავანაძე.
_ ვინ გითხრათ?
_ვინც რესტორანში ამ ფაქტს ესწრებოდა.
_ საიდან ესწრებოდა, როცა მე სამი დღეა ოზურგეთში არ ვარ.
_ბატონო, შოთა, თქვენ, 20 იანვარს რესტორან “ქალაქურში” სუფრაზე დაბადების დღეს არ აღნიშნავდით?
_ მე დაბადების დღეზე ვიყავი. მაგრამ იმ ღამეს წავედი თბილისში. ცემა საიდან მოიტანეს? საიდან სად? ვინ ლაპარაკობს ახლა მაგას? რომ ჩამოვალ ყველაფერს მოვიკითხავ, ვინ გაიტანა ამბავი და თქვა ეს? ვერ გავიგე რა უნდათ? გოჩა ჩემი მეგობარია”, _ გვითხრა მჟავანაძე.