ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე წერს.
“რადგან ბევრი პირადი წერილი დამხვდა ამ საკითხთან დაკავშირებით და სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, აქვე დავწერ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე ჩვენი, ბიბლიოთეკის თანამშრომელია, ერთ-ერთი განყოფილების გამგე. ამ მიმართულებით გადასვლა მისი არჩევანია. გიორგი ჩემი მეგობარია და მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მას. მესმის, რომ ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდა. აქვე დავძენ და ყველა დამიდასტურებს, რომ ჩემს მიერ გატარებულ რეფორმებსა თუ აქტივობებში გიორგი ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყო. სხვა დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს”, _ წერს კეკელიძე.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი საბანაძე პროფესიით ჟურნალისტია და რადიო 106-ზე გადაცემა მიჰყავდა.