https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი, შესაძლოა, მოიხსნას

17:01; 25.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

მათიას ჰუტერს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქუთაისის კოორდინატორი, იურისტი თამუნა ჭარბაძე წარმოადგენს.

“პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებით, 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უცხოელ ფიზიკურ პირებს ასევე, უცხოელის მიერ საქართველოს ან საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ პირს არ ექნება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის შესაძლებლობა.
ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ამასთან, ანალოგიურ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება და სცნო, რომ მსგავსი შინაარსის ნორმები იყო არაკონსტიტუციური. იმ შემთხვევაში მოსარჩელე იყო დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი და იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი პრაქტიკა არსებობს, ჩვენ მოვითხოვეთ არსებითი განხილვის გარეშე განმწესრიგებელ სხდომაზე ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა. გუშინ ჩატარდა განმწესრიგებელი სხდომა, სასამართოს ჰქონდა შეკითხვები, ჩვენ დავაფიქსირეთ ჰუტერის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით და ველოდებით როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება,” _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჭარბაძე და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღებს.
“ვვარაუდობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული კომპეტენციიდან გამომდინარე გამიჭირდება ზუსტი ვადის თქმა იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სამი თვის განმავლობაში მიუღია გადაწყვეტილება და ასევე, ამას წელზე მეტიც დასჭირვებია,” _ აღნიშნავს ჰუტერის ადვოკატი.

მისივე თქმით, “მათიას ჰუტერი საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს თანამშრომელია, მაგრამ ის არის საქართველოში მცხოვრები უცხოელი ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მაგრამ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების გამო, მას ეს უფლება წაერთვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე”.

ჰუტერის სარჩელზე მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.
“არ ვიცი, ვინ არის ეს ავსტრიის მოქალაქე. როგორც წესი ასეთი ადამინების ზურგს უკან სხვები არიან ხოლმე, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხი უკვე სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი,” _ აცხადებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავს სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი აქვს. 2012 წლის 26 ივნისს სასამართლომ დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის სარჩელი უცხოელებისთვის ქართული მიწის ყიდვასთან დაკავშირებით კანონში არსებული ბარიერის შესახებ სამართლიანად ცნო და შესაბამისად, აკრძალვაც მოიხსნა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰუტერის სარჩელიც იმავე ნორმას ეხება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ჰეიკე ქრონქვისტის სარჩელის შემთხვევაში არაკონსტიტუციურად სცნო, მორატორიუმი მოიხსნება.
“თუკი სასამართლო ამ ეტაპზე დაადგენს, რომ ეს იგივე ნორმაა, რაც ჰეიკე ქრონქვისტის საქმეზე განიხილა, არაკონსტიტუციურად სცნობს მომენტალურად, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მაშინ არსებითად განსახილველად მიიღებს საქმეს ანუ კიდევ იმსჯელებს ამ საკითხზე,” _ უთხრა იურისტმა “გურია ნიუსს”.

გაყიდული მიწები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10 000 ჰექტარი მიწა უცხოელებზეა გაყიდული. მსგავსი მდგომარეობაა დედოფლისწყაროში, ახმეტაში, თელავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი ჰექტარი ქართული მიწაა გაყიდული უცხოელებზე, არ არსებობს.
სხვადასხვა რაიონის სოფლების მოსახლეობამ საძოვარი თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაბრუნების მოთხოვნით არაერთი საპროტესტი აქცია გამართა. აღნიშნული მიწები ხშირ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა მიყიდული.

კერძოდ, კახეთში, დედოფლისწყაროს სოფელ სამთაწყაროში მოსახლეობამ ერთი და იმავე მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართა. მათი თქმით, 180 ჰა მიწის ფართობი 49-წლიანი იჯარით ჰქონდათ აღებული, მაგრამ 2011 წლის დეკემბერში, აუქციონის წესით მიწები იტალიელებსა და რუსულ ფირმა “ოლივგრინზე” გასხვისდა.
მსგავსი აქციები იმართებოდა სიღნაღისა თუ ახმეტის რაიონებშიც. ასევე, გარდაბანშიც.

ეს ყველაფერი 2012 წლის ივნისის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის საჩივარი, უცხოელებისთვის ქართული მიწის ყიდვასთან დაკავშირებით კანონში არსებული ბარიერის შესახებ, სამართლიანად ცნო და შესაბამისად, აკრძალვაც მოიხსნა.
კერძოდ, ცვლილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში 2012 წლის 24 ივნისს შევიდა. კანონის მე-4 მუხლში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიწის საკუთრების უფლებას მხოლოდ მის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში აძლევდა, მაგრამ ამავე დროს, ავალდებულებდა, რომ საკუთრებაში მიღებიდან 6 თვეში მიწა აუცილებლად საქართველოს მოქალაქისთვის მიეყიდა, გაუქმდა.
შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის ყიდვასთან დაკავშირებით ბარიერი მოეხსნათ.

როგორ ხდებოდა მიწების გასხვისება?

სიღნაღი, ახმეტა, თელავი:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელი მარეხი მგალობლიშვილი “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, მათ შორის სოფელ ნუკრიანში, ქვემო ბოდბეში, ქვემო მაღაროში, ილია წმინდაში და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უქონლობაა.

“მიწების გასხვისების და განსაკუთრებით, მათი უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის სქემა ასეთი იყო – ძირითად შემთხვევებში, ჯერ სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით მიწები საქართველოს მოქალაქეებზე იყო გადაცემული ან აქ დაარსებულ შპს კომპანიებზე, რომლებიც მერე თავის მხრივ, აღნიშნულ მიწებს უცხოელებზე ყიდდნენ.
სოფელ ილიაწმინდაში, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე სასოფლო-სამეურნეო მიწის გადმოცემაზე იბრძვის, საცდელი სამეცნიერო მეურნეობა იყო, რომელიც საუკეთესო მიწებს ფლობდა და დღეს ეს მიწები სწორედ უცხოელებზეა გასხვისებული. კერძოდ, ეს მიწები ეკონომიკის სამინისტრომ პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ-ერთ შპს-ს გადასცა, რომელმაც 2012 წელს მიწა უცხოეთის მოქალაქეს მიჰყიდა.
დანარჩენ სოფლებშიც უცხოელები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს ფლობენ.
ხალხი კი საძოვრების გარეშე დარჩა. რამდენიმე სოფელში, როგორებიცაა ანაზა, ვაქირი, მოსახლეობამ შემოგვტირა – ერთი გოჯა მიწა არ გვაქვს, რომ საქონელი მოვამრავლოთ და ელემენტარული შემოსავალი გვქონდეს, რადგან მიწები სრულადაა გასხვისებულიო,” _ აცხადებს მგალობლიშვილი.

მისივე თქმით, გასხვისება გასულ წლებში მოხდა და ყველაზე მეტად, რასაც მოსახლეობა უჩივის, ისაა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არც ჰქონდათ.
“ეს აუქციონის ფორმით ან რაიმე სხვა გზით რომ ყოფილიყო, ჩვენ შევისყიდიდით და ჩვენ მივიღებდით აუქციონში მონაწილეობასო. ათობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია არა მარტო უცხოელებზე, არამედ ვიღაც ერთ კონკრეტულ პირზე, რომელიც იქ არ ცხოვრობს, არ იყენებს და არც ხალხს აძლევს ამის საშუალებას.
მაგალითად, ანაზაში, მოსახლეობა ამბობს, რომ როდესაც მიწაზე უკვე ტრაქტორები შემოვიდნენ და დამუშავება დაიწყეს, მაშინ მივხვდით, რომ ჩვენი საძოვრები უკვე ვიღაც სხვის მფლობელობაში იყო გადასულიო.
ბევრი დოკუმენტია მოსაპოვებელი საჯარო რეესტრიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, პრივატიზაციის სამმართველოდან, რომ გაირკვეს რამდენად კანონიერად ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ამ მიწების გასხვისება, თორემ ის, რომ უცხოელმა კერძო პირისგან ან რომელიმე შპს-გან მიწა იყიდა, როგორც ვნახეთ, კანონის ნორმების დაცვით მოხდა,” _ აღნიშნავს მგალობლიშვილი.

იურისტი აცხადებს, რომ იგივე ვითარებაა თელავშიც.
“სანიორეში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მოხდა მიწების გასხვისება, სადაც უკვე სახლების მშენებლობაც კი დაასრულეს. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აგრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა აშენებულიყო ტურისტული ინფრასტრუქტურით, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ეს კერძო, საცხოვრებელი კოტეჯებია,” _ უთხრა “გურია ნიუსს” საია-ს წარმომადგენელმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბერდია ასანიშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონიდან მთლიანობაში, უცხოელებზე 10 000 ჰექტარია გასხვისებული.
“ძირითადად არაბებზე, თურქებზე, ირანელებსა და ინდოელებზე, რომელთაც ოფიციალურად აქვთ დარეგისტრირებული საკუთრება. ამ 10 000 ჰექტარიდან 3 000-ზე მეტი ინდოელებზეა გასხვისებული.
ძირითადად, ეს ტენდენცია(უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა) დაიწყო 2012 წლის მაისის შემდეგ და არჩევნებამდე გრძელდებოდა. ამ ეტაპზე შეჩერებულია,” _ აცხადებს ასანიშვილი.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მიწების გაყიდვა ეკონომიკის სამინისტროს “თხოვნითა” და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით ხდებოდა.
“აქ მიწების გაყიდვა-პრივატიზებაზე ნებართვის გაცემა 2005 წლიდან და კონკრეტულად იჯარით აღებულ საძოვრების შესყიდვაზე 2007 წლიდან დაიწყო. ჩვენ რა საბუთებიც მოვიძიეთ, იმ წლებში მიწები კანონიერადაა გაყიდული ეკონომიკის სამინისტროს მიერ. კერძოდ, სამინისტრო მიმართავდა მუნიციპალიტეტს კონკრეტულ მიწაზე გაყიდვის შესახებ თხოვნით და მუნიციპალიტეტი ან თანხმდებოდა, ან – არა.
ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ, სახელმწიფო თავის ღონისძიებებს გაატარებს. ჩვენ ადგილზე რა შეგვიძლია? ცოტა სირთულეების წინაშე ვართ, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს – ისეთი გამარტივებული კანონია მიღებული უცხოელებისთვის ქართული მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით, ალბათ, მარტო საქართველოა პრეცენდენტი. ჩვენ უძლურები ვართ,” _ განუცხადა “გურია ნიუსს” სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

გურჯაანის მაჟორიტარ გიორგი ღვინიაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით. იგი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კახეთის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. დეპუტატმა ჟურნალისტის კითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მოგვიანებით დაგვერეკა. თუმცა, მას ჩვენი სატელეფონო ზარებისთვის აღარ უპასუხია.

გარდაბანი, დუშეთი

გარდაბნის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ გასულ წლებში საქართველოში სახელმწიფო მიწების დამალვის ტენდენცია იყო.

“მაგალითად, ინფორმაცია მაქვს, რომ დუშეთის რაიონში სახელმწიფო მიწების 80 პროცენტი დამალული იყო. ეს ნიშნავს, რომ ეს მიწები არც ერთ დოკუმენტში არ იყო შეტანილი და ოფიციალურ რეესტრშიც არ ჩანდა.

როგორ ჩანს, საიდუმლო რეესტრი არსებობდა, რომლის მიხედვითაც ამ მიწების გასხვისება ხდებოდა. დუშეთის რაიონში ასეთი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,” _ აღნიშნავს არეშიძე.

მისივე თქმით, გარდაბნის რაიონში დაახლოებით 30 პროცენტი გადამალული მიწები იყო და ჯერჯერობით ისევ ასეა.
“ამ გადამალულ მიწებს შემდეგ ყიდნენ თავისიანებზე და ა.შ.
მაგალითად, დღეს რეესტრიდან ამონაწერი რომ ამოიღოთ, გამოდის, რომ გაყიდული მიწების ძალიან დიდი ნაწილი გიორგი ფეიქრიშვილის(გარდაბნის მაჟორიტარი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე), ვაჟა ლილუაშვილის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე) და მათი გუნდის წევრების საკუთრებაა.
მთელი გარდაბნის რაიონის მასშტაბით ფეიქრიშვილს 80 ნაკვეთი აქვს საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე გაფორმებული. იფორმებდნენ და მერე ყიდდნენ. ხშირ შემთხვევბში მიწებს პროფილს უცვლიდნენ, ვთქვათ არასახნავი-არასამეურნეო გადაჰყავდათ სახნავში ან პირიქით, რაც გამგეობის პრეროგატივა იყო და როგორც უნდოდათ ისე იქცეოდნენ.
ყოფილა შემთხვევა, რომ შუა სეზონზე მოსავლიანი მიწა, ანუ ჯეჯილი გაუყიდიათ მსხვილ მყიდველზე და ხალხი მშიერი დაუტოვებიათ. მაგალითად, ასეთი შემთხვევა გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში მოხდა.
ამ რაიონში მიწების გაყიდვაზე სრული განუკითხაობა იყო. მიწები გაყიდულია ინდოელებზე, ირანელებზე, ბურებზე…
წინა ხელისუფლება თავს იმართლებს იმით, რომ ჩვენ ელექტრონულ აუქციონს ვაცხადებდით და არავის არ ყიდულობდაო. რა იცის ამ ხალხმა ელექტრონული აუქციონი?! გარდაბნის რაიონში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 3-7 პროცენტია. ანუ ეს ყველაფერი თვალთმაქცობა და ცინიზმი იყო. მოსახლეობას კონსტიტუციით აქვთ უფლება იცოდნენ მათი მიწის გაყიდვის შესახებ,” _ აცხადებს არეშიძე.

მისი შეფასებით, ამ წლების განმავლობაში მიწებთან დაკავშირებული პრობლემატიკის რეზიუმე ასე გამოიყურება:
“კანონის არასრულყოფილება და უგვანობა; ბანდიტთა კლანის არსებობა, რომელიც საუკეთესო მიწებს თავისთვის მალავდა, შემდეგ ყიდულობდა და საკუთარი ოჯახის წევრებზე აფორმებდა და მესამე – ამ დამნაშავეთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ვაჟა ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, გარდაბნის რაიონში გადამალულია მიწების დაახლოებით 30 პროცენტი, რომელსაც შემდეგ ერთმანეთში ინაწილებდნენ. დღეს გარდაბნის რაიონის საკრებულოში 4-5 კაცია, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობას იღებდნენ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” მამუკა არეშიძემ.

გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით შევიდა და ამჟამად, უპარტიო დეპუტატია, საპარლამენტო არჩევნებამდე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

გამოცემასთან საუბრისას აღნიშნულ რაიონში რამე მიწის საკუთრებას უარყოფს. რაც შეეხება მიწების გასხვისებას, აცხადებს, რომ მიწები მის გარეშე გაიყიდა.
მაჟორიტარი აღნიშნავს, რომ მისი საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული მიწის გასხვისების თხოვნით მისთვის არ მიუმართავს და “მიწები მის გარეშე იყიდებოდა”.
“მიწების გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი მუდამ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გარეშე არ გაეყიდათ. რაც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა, თავისივე ბალანსზე იყო და ყიდდნენ. ქონების მართვის სამმართველო აუქციონს გამოაცხადებდა და ყიდიდნენ. თუ მივუსწრებდი, გავაჩერებინებდი აუქციონს და თუ ვერ ვნახავდი, ყიდდნენ,” _ აღნიშნავს ფეიქრიშვილი.

კითხვაზე, გამგეობაში მის გარდა მიწების გაყიდვაზე ნებართვას თუ გასცემდა ვინმე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს, რომ ამის უფლება მხოლოდ მას და გამგებელს ჰქონდა.
“თუმცა, მას გაყიდვებზე ნებართვა თუ აქვს გაცემული, მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ მე პირადად ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ მიწები გაეყიდათ,” _ აცხადებს ფეიქრიშვილი დასძენს, რომ მიწების გასაყიდად აუქციონის გამართვის შესახებ “არც გამგეობისა და არც მოსახლეობის ინფორმირება არ ხდებოდა”.
რაც შეეხება მიწების საკუთარ ნათესავებზე გადაფორმებას, იგი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ გარდაბანში “ერთი სანტიმეტრი მიწაც კი არ მოეპოვება”.
“მაგრამ მე სადაც ვცხოვრობ, სოფელ წავკისში, რეფორმის ფონდით მეც მაქვს მიწები მიღებული და ჩემს ნათესავებსაც. რაა, სირცხვილია თუ უსინდისო ადამიანი ვარ, რატომ არ უნდა მიეღოთ მიწები ჩემს ნათესავებს?!” _ განუცხადა “გურია ნიუსს” გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად?

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ პრობლემა სერიოზულია და მისი მოგვარება რამდენიმე თვის წინ უკვე დაიწყო.

“სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ იყო ჩატარებული აღწერა-ინვენტარიზაცია – რა მიწები გაგვაჩნია და რა – არა. მიწები არ იყო დახარისხებული თავისი თვისობრივი მაჩვენებლის მიხედვით. ვგულისხმობ – რამდენი საძოვარი, სახნავი, საზღვრისპირა მიწა, ტყის ფონდი თუ მდინარის კალაპოტია გაყიდული.
აღრიცხული არ იყო, რა რაოდენობის მიწაა იჯარით გაცემული და მესაკუთრეებს საკუთრების დამადასტურებელი ცნობა აღებული ჰქონდათ თუ არა. ასეთ ქაოტურ მდგომარეობაში მიწების გაყიდვა ნამდვილად ცუდია.
აქედან გამომდინარე, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა(მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადება – ავტ.) ემსახურება იმას, რომ ასეთ ვითარებაში უცხოელებისთვის მიწების მიყიდვით შეუქცევადი და გამოუსწორებელი მდგომარეობა არ დადგეს.
2013 წლის ივლისიდან შევაჩერეთ უცხოელებზე ყოველგვარი მიწების მიყიდვა, გადაყიდვა, რეგისტრაციაში გატარება, რათა სახელმწიფოს ზედმეტი თავისტკივილი არ ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცამ რაღაც შეცდმომა დაუშვა. ამ მიმართულებით მორატორიუმი გამოვაცხადეთ და მთავრობას დაევალა, კანონმდებლობა მოაწესრიგოს.
იგულისხმება, რომ აღიწეროს და გაირკვეს ყველაფერი. უნდა შეიქმნას მიწის კოდექსი, რომელიც გააერთიანებს მდინარის კალაპოტებსაც, ტყეებსაც, სახნავ-საძოვარსაც, სარეზერვოსაც, საზღვრისპირა მიწასაც და ა.შ.
შემდეგ აღიწერება მიწა ვის კუთვნილებაშია და იყო მანამდე, სანამ გაიყიდებოდა. ასევე დადგინდება, თუ რა მიდგომა უნდა გვქონდეს უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის საკითხთან,” _ განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს ისიც, უკვე გაყიდული მიწების საკითხი როგორ მოწესრიგდება.
“ამ პროცესში თუ სადმე ვინმეს დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებები გამოიკვეთება, ბუნებრივია, დანარჩენს სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ,” _ უთხრა ტყემალაძემ “გურია ნიუსს”.

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს მიწების აღწერის მიზნითაა შექმნილი, მუშაობას აგრძელებს და პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებაც შეიტანა. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ზუსტი მონაცემი იმისა, თუ რა ოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა გაყიდული უცხოელებზე, ამ დრომდე არ არსებობს:
“ერთიანი კადასტრი და ზუსტი მონაცემები ჯერ არ გვაქვს და სანამ არ დასრულდება აღწერა მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, რასაც დაახლოებით სამი წელი დასჭირდება, არ გვექნება”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უკრაინის სახლიდან ჯარები გავიდნენ

ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
0

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო