1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა.
გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი დამაარსებელი (1924).
მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა “ლექსები” და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” მას საყოველთაო აღიარება, “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანა. “მე და ღამემ”, “მთაწმინდის მთვარემ”, “მერიმ” მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.
ლიტერატურათმცოდნეთა შეფასებით, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
გალაკტიონ ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა.
[sexy_author_bio]