იაპონიაში, ქალაქ იოკოგამაში 17 წლის მოზარდი გოგონა სავაჭრო ცენტრის მაღალი სართულიდან გადმოხტა და ფეხით მოსიარულე 32 წლის ქალს დაეცა, რის შედეგადაც ორივე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ქალი სავაჭრო ცენტრში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა და შემთხვევის დროს სეირნობდა.
შემთხვევის შემდეგ, ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმების შედეგად ორივე მათგანი მალევე გარდაიცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადმოხტა გოგონა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იაპონიაში, 1 სექტემბერს, სასწავლო წლის დასაწყისში, ყველაზე მეტი 18 წლამდე ასაკის ადამიანი ასრულებს ცხოვრებას თვითმკვლელობით, ვიდრე წლის ნებისმიერ სხვა პერიოდში.
რუსთავი2