ვიდეოფირის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თემურ დოლიძე “გურია ნიუსთან” ამბობს: ” ზუსტად ეგ არის. ჩვენ, სოციალური ქსელის საშუალებით, თქვენთან ერთად ვიხილეთ ვიდეორგოლი. ამ ეტაპზე, მთავარი პროკურატურის მიერ მიმდინარეობს ვიდეოს შესწავლა. შემდეგ უკვე მოგახსენებთ რა მიმართულებას აიღებს ეს საქმე.”
“გურია ნიუსმა” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურთან სცადა დაკავშირება. თუმცა, არც ლევან ჯორბენაძე და არც ხათუნა ლეჟავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ვანო მერაბიშვილთან ერთად, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დღეს მოქმედი მაღალჩინოსნები ჩანან. მერაბიშვილი ბრძანებას იძლევა, რომ აუცილებლად სჭირდება ორი გვამი, სანაცვლოდ კი პრემია მაღალი იქნება.