“ვანომერაბიშვილის განცხადების მერე ყველაფერი ნათელია. ვფიქრობ, მშვიდ გარემოში უნდა გაირკვეს რა მოხდა. ეს პროკურატურის საქმეა და არა პიარის. დარწმუნებული ვარ ამ კადრების გამოჩენა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახებოდა და გამოჩნდა youtube-ზე, ნაცვლად პროკურატურისა სპეცეფექტებზე იყო გათვლილი.
უკვე მეორე წელია, სპეცეფექტებით ცდილობენ ეკონომიკური უნიათობის გადაფარვას. ამჯერად ეს ვეღარ მოხერხდება. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ არავინ არ არის უარზე, პროკურატურამ მშვიდად და საფუძვლიანად გამოძიოს ეს საკითხი. ასევე გამოიძიოს, ისიც თუ რატომ მიენიჭა რეციდივისტ, ქვეყნის მოღალატე ოთანაძეს საქმის გადახედვის გარეშე, პოლიტპატიმრის სტატუსი. ეს ის ოთანაძეა, რომელმაც ორჯერ გაილაშქრა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, _ განაცხადათარგამაძემ.
გივი თარგამაძე პროკურატურისგან საქმის გადახედვას მოითხოვს და იმის გამოძიებას, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული კადრები youtube-ზე. ის ასევე აღნიშნავს , რომ კადრების გავრცელება მერაბიშვილისთვის კიდევ ერთხელ პირსისხლიანის იმიჯის შექმნას ემსახურებოდა, რაც ხელისუფლებას არ გამოუვიდა.
“ეს კადრები შსს-ს არქივში ინახებოდა, იქნებ ესეც გამოიძიონ, როგორ მოხვდა ის youtube-ზე და ვისთვის მოხდა? მე დარწმუნებული ვარ, სასამართლოების ბოლო ფაზაში, რომელიც ვანო მერაბიშვილს შეეხება, ცდილობდნენ მისთვის კიდევ ერთხელ, პირსისხლიანის იმიჯი შეექმნათ. ეორეს მხრივ ცდილობენ სრული უნიათობა, იგივე ლარის კურსთან და ფასებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გადაფარონ.
საზოგადოება ხედავს, რომ მეორე წელია ჩვენ მხოლოდ ამ აღმოჩენილი კადრების ნახვითა და ამაზე საუბრით ვართ დაკავებული. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გადასცენ ეს ყველაფერი პროკურატურას და მოხდეს ამის ობიექტურად გამოძიება”, _ განაცხადა გივი თარგამაძემ.