“რა თქმა უნდა, გამოძიება ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს. ბაზაზე უგულავას, კოდუას მხოლოდ ყოფნა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მათი მონაწილეობა იქ თუ სხვა კუთხით გამოიხატებოდა, ბრძანებას გასცემდნენ, ან გეგმავდნენ ოპერაციას, ამ შემთხვევაში გამოძიება შეიძლება მაგ დასკვნამდე მივიდეს. იმიტომ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულის საფუძველი. თანამდებობის პირის ქმედება კანონმდებლობით არის განსაზღვული და იმის მიღმა სხვა აქტივობის განხორციელება არ შეუძლია მას.
ცხადია, თბილისის მერი, მსგავსი ტიპის ოპერაციების დაგეგმვაში თუ მიიღებს მონაწილეობას, აქ ნამდვილად არის უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბარი. ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, მხოლოდ კადრები არ არის საკმარისი,” _ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.