მინისტრმა გახსნა ღონისძიება, აღნიშნა მიღწევები, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2013 წელს ჰქონდა და ისაუბრა პროექტებზე, რომლის განხორციელებაც 2014 წელს იგეგმება.
“2013 წელი საავტომობილო გზების მოწესრიგების თვალსაზრისით ძალიან აქტიური იყო. ქვეყნის მასშტაბით, 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები შესრულდა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ, – “აქედან ნახევარი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებზე დაიხარჯა, მეორე ნახევარი კი – შიდასახელმწიფოებრივი გზების მოწესრიგების სამუშაოებზე. 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მთელი 100 მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. ძალიან წარმატებულად და, რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანად იმუშავეს. ხარისხი არის ის მთავარი საკითხი, რომელიც არის და დარჩება ჩვენს პრიორიტეტად და ეს კარგად უნდა იცოდეს ყველა სამშენებელო კომპანიამ. ჩვენი სახსრების დიდი ნაწილი დონორი ორგანაზიაციებიდან მოდის და სესხს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ეს ფული არ გაიფლანგოს და გაკეთდეს ხარისხიანი გზები, რომელიც დიდხანს მოემსახურება ხალხს.”
გასულ წელს განხორციელებული სამუშაოების ანგარიში საზოგადოებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფორსის მოადგილემ, ვაჟა ფანჩულიძემ წარუდგინა. პრეზენტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სხვა სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.