საჭირო მასალა: 500 გრ. ხაჭო, 1-1.5 ჭიქა პურისფქვილი, 1 ცალი კვერცხი; 2 სუფრის კოვზი შაქარი, კარაქი, ცოტა მარილი.
მომზადება: “სირნიკებისთვის” მშრალი, ცხიმიანი ხაჭოა საჭირო. ხაჭო კარგად დავზილოთ, დავუმატოთ კვერცხი, შაქარი, მარილი და კარგად მოვურიოთ. ფქვილის რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული _ უფრო ნაზი “სირნიკებისთვის” უფრო ცოტა ფქვილი შევაზილოთ, უფრო დაბრაწულებისთვის _ მეტი. მასა გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე, მივცეთ 5 სმ დიამეტრის ძეხვის ფორმა და თითის სისქის ნაჭრებად დავჭრათ. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში და ცოტა გავაბრტელოთ. შევწვათ ორივე მხრიდან კარაქში. ცალკე მივიტანოთ არაჟანი, შედედებული რძე, ან მურაბა. შეიძლება, ტაფაზევე მოვასხათ არაჟანი, მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ ცოტა ხნით.