როგორც ფოთის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ლევან კაკულიამ “გურია ნიუსს” განუცხადა, ავარიის ადგილას ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა გაიგზავნა, რომელთაგან ერთს ფოთში ავადმყოფები გადმოჰყავს, მეორემ კი, ქობულეთში ცხედრები გადაასვენა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის განცხადებით, თურქული ავტობუსი, რომელიც ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ლესასთან მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც თბილისისკენ მიდიოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 25-მა ადამინმა სხეულის დაზიანება მიიღო, ხოლო 10-მდე გარდაიცვალა. გოგუაძე გარდაცვლილების რაოდენობას ვერ აზუსტებს.
ამ დროისთვის ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში, სხეულის სხვადასხვა დაზოიანებებით 4 ადამიანია მიყვანილი, მათ მდგომარეობას ექიმები ამ დრომდე ამოწმებენ.