200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას წინა თვეების განაცხადებს გამოიყენებს.
ამასთან, მათივე ცნობით, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, თებერვლის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით.