(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი ახალი სეზონის გახსნისთვის ემზადება. თეატრის დირექტორის, ზაზა ჯინჭარაძის თქმით, სეზონი 23 სექტემბერს, 5 საათზე გაიხსნება:
_ სეზონი გაიხსნება ლაშა ბუღაძის “ნაფტალინით” (რეჟისორი შოთა ბაბილოძე). გვინდოდა, თავად ბუღაძე დასწრებოდა სპექტაკლს, მაგრამ ის ლონდონში მიემგზავრება, _ გვითხრა ზაზა ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ლაშა ბუღაძემ ოზურგეთის თეატრს ნება მისცა, თეატრალურ კონკურსზე “დურუჯი-2012” წარადგინოს “ნაფტალინი”.