ჩვენი წყაროს მოპოვებული ინფორმაციით, ლელა იმედაშვილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლად საკრებულო პარასკევს დანიშნავს. თავად იმედაშვილმა დღეს საღამოს დაგვიდასტურა, რომ იგი ჩოხატაურის გამგებლობაზე განაცხადს საკრებულოში შეიტანს, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვა.
რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, გია გიორგაძეს, როგორც თავად გვითხრა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხვალ დაწერს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი გამგებელი ჩოხატაურში სერიოზულ საკადრო პოლიტიკას გაატარებს და როგორც ვარაუდობენ, თანამდებობებზე ბევრი ახალი სახე კონკურსის წესით დაინიშნება.