არნემის "ვიტესის" ყოფილ მფლობელ მერაბ ჟორდანიას ჰოლანდიის სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა.
sportall.ge-ის ინფორმაციით, აღნიშნული სასჯელი ქართველ ბიზნესმენს არნემული კლუბის ახლანდელი დირექტორის, იოსტ დე ვიტისადმი მუქარის გამო მიესაჯა.
ჟორდანია დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა და მას შემდეგ, რაც დე ვიტმა ეს ამბავი გაასაჯაროვა და მერაბ ჟორდანიას კლუბის საწვრთნელ ბაზასა და სტადიონზე მისვლა 3 წლით აუკრძალა, ქართველმა მას ბოდიში მოუხადა და თქვა – ეს მხოლოდ ხუმრობა იყოო.
17 ივნისს საქმე დაიხურა, რადგან განაჩენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს არ გაუსაჩივრებია. თავად ჟორდანიას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მერაბ ჟორდანიამ "ვიტესი" 2013 წლის ოქტომბერში დატოვა და ახლა მალტური "ვალეტას" მფლობელია. მისი კლუბი გასულ სეზონში მალტის ჩემპიონი გახდა.