ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მე-20 საუკუნის ულამაზესმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში.
"ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა. გარეგნობითა და სამსახიობო არტისტული შესრულებით ლიანა ასათიანი მსოფლიო ვარსკვლავი გახლდათ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია თანაგრძნობას უცხადებს ლიანა ასათიანის ოჯახსა და ახლობლებს", _ აღნიშნულია განცხადებაში.