აბაშის ახლადარჩეულმა საკრებულომ ჯერ თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო, რადგან სხდომა "ქართული ოცნების" 8 დეპუტატმა დატოვა, რომლებიც მხარს არ უჭერენ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატ პაატა ქურდოვანიძეს.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქურდოვანიძე "მრეწველების" წამომადგენელია, ის დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და არაფერი გაუკეთებია რაიონისთვის იმ წლების განმავლობაში, როცა ის აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრების განცხადებით, ქურდოვანიძე არასდროს მისულა პარტიის ოფისში და არავის უნახავს "ოცნების" მხარდამჭერების გვერდით.
"ის დღესაც მიშას დამსახურებასა და ღვაწლზე ესაუბრება ხალხს", _ აცხადებენ დეპუტატები.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მეორე კანდიდატურა, დავით კაჭარავა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის წარდგენილი. არც ერთ კანდიდატს არ ეყო გამსვლელი ხმა.
ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

































































