აღნიშნულ ინფორმაციას "კომერსანტი", სადაზღვევო კომპანია "არდის" მიერ გამოქვეყნებული 2014 წლის 6 თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები 2013 წლამდე არ მომხდარა.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, გაჩერებული ავტომობილის დაზიანება, დაზიანებული ავტომობილების 1/3-ზე დაფიქსირდა.
კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, შემთხვევათა 60 % მამაკაცებზე მოდის, ხოლო 40 % – ქალბატონებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველაზე ზარალიანი სახელმწიფო სექტორია, რადგან 6 თვეში დაზღვეული სახელმწიფო ავტომობილების 65 %-ს ზარალი მოუვიდა. ეს მაჩვენებელი 10-ჯერ აღემატება კერძო კომპანიების ავტომობილების ზარალთა მაჩვენებელს.
































































