სოფელ აცანის მოსახლეობამ დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტა.
რვა დღის წინ, აცანელი მამუკა მარკოზაშვილი, საფრანგეთში გარდაიცვალა და მისი გადმოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, დეპუტატებმა თემურ ჩხაიძემ და ბიძინა გუჯაბიძემ მამუკა მარკოზაშვილის ოჯახს დაპირდა, რომ გარდაცვლილს დროულად გადმოასვენებდნენ.
გარდაცვლილის ნათესავი აცხადებს, რომ ყველა საბუთი გაკეთებულია და "ოცნების" ოფისში გადაგზავნილი, თუმცა უშედეგოდ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და პარლამენტარმა, თემურ ჩხაიძემ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდება.
_ ახლა ვესაუბრე კახა კალაძის ასისტენტს და მინდა გითხრათ, რომ ფული დღესვე გადაირიცხება. – გვითხრა თემურ ჩხაიძემ.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved































































