საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"ახლა მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეროსიმ თავის დროზე ქვეყანაში ყველაზე მაგარი ტელევიზია შექმნა. ეს ძალიან დიდი ამბავი იყო მაშინ. ძალიან მამაცი ნაბიჯი და შესაძლოა ერთი, ცალკე აღებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", _ წერს ხიდაშელი "ფეისბუქის" გვერდზე.

































































