პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, დღის მეორე ნახევარში, რიგგარეშე სესიის დასკვნით ნაწილს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, პრეზიდენტის ღონისძიებაზე დასწრების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რასაც პოლიტიკური ოპონენტები, ხელისუფლების არაერთსულოვნებით ხსნიდნენ.