გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, დაკავებული თანამდებობიდან პრემიერმა გაათავისუფლა.
სასჯელაღსრულების უკვე ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა, დევნილთა სამინისტრო ჩაიბარა, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გახდა.
"ამ გადაწყვეტილების მიზანია, მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.