ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ნაბეღლავი, სადაც ადიდებულმა მდინარემ გზები და მილხიდები დააზიანა.
ამ ეტაპზე შეჩერებულია ნაბეღლავის ქარხნის მუშაობა, რადგან იქ მდინარე შევარდა. ქარხანაში ახლოს მისვლა უგზოობის გამო შეუძლებელია.
წუხელ მეწყერი ჩამოწვა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე. „გზამშენი 18“ – ის ბრიგადების მთელი ღამის მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა მოხერხდა, თუმცა ბახმაროს დამსვენებლების უმეტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებში მიმდინარეობს საკითხების შესწავლა.