აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ მიღებულ შეზღუდვებზე – 2006 წელს გამოშვებულ ავტომანქანებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს და აცხადებს:
"კანონი 1 აპრილიდან იყო ძალაში შესული. აზერბაიჯანის ხელისუფლების კეთილი ნებით კი ეს კანონი, 1 აგვისტომდე იქნა გადავადებული. მოხდა გაუგებრობა. ყველა ჩვენი მოქალაქე არ იყო ინფორმირებული. ამიტომ, ჩვენი თხოვნა გაიზიარა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და კიდევ 2 კვირით გადაწია ამ კანონის ამოქმედება.
მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას და არა აკრძალვას. შეზღუდვა მდგომარეობს იმაში, რომ 2006 წელს გამოშვებულ ავტომანქანებს ექნებათ უფლება შევიდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ისინი საგარანტიო თანხას დატოვებენ საზღვარზე, რომ მანქანა უკან დაბრუნდება საქართველოში. ან მიმწვევი აზერბაიჯანელი მოქალაქის საგარანტიო წერილის საფუძველზე ექნებათ საშუალება გადაკვეთონ საზღვარი. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვას პატივი უნდა ვცეთ."